საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, ევროპული სამსახურის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან და ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან. მინისტრი დისკუსიას გამართავს კარნეგის ცენტრში სხვადასხვა აკადემიური წრეების წამყვან ექსპერტებთან.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

მოხარულები ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა. დღეს ჩვენ მრავალ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის თემებს – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
