ჯანელიძემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ტალინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრების ფარგლებში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევისათვის, რამაც კარგი შესაძლებლობა მისცა მხარეებს არაფორმალურ გარემოში განეხილათ 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელშიდაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებული საკითხები.
თავის მხრივ ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირში ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში “აღმოსავლეთპარტნიორობის” პრიორიტეტულობა და აღნიშნა ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნისმეგობრული ურთიერთობები და ის მნიშვნელოვანი ურთიერთმხარდაჭერა, რაცქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოსევროპული ინტეგრაციის აქტიურო მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორმხრივი აქტიური თანამშრომლობის და ესტონეთის მორიგიმხარდაჭერის გამოხატულება იქნება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში საქართვლოში ესტონეთის პრეზიდენტის კერსტიკალიულაიდის დაგეგმილი ვიზიტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური ესტონეთის ხრიდანსაქართველოს ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის. აღსანიშნავია, რომ ვიზიტისფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.
მინისტრებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, მათ შორის ესტონეთისგამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის, საჯარო მოხელეთა გადამზადების მიმართულებით. განსაკუთრებით გამოიყოის მრავალი სფერო, სადაც ესტონეთის ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს. მათ შოროს საგადასახო სისტემის რეფორმაესტონური მოდელით, ელექტრონული მმართველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.
მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა “განვითარების სფეროს თანამშრომლობის” ფარგლებში საქართველოს დახმარებისთვის.