საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური-მალე იმ ობიექტებს გავასაჯაროებთ, სადაც არ იქნება სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური-მალე იმ ობიექტებს გავასაჯაროებთ, სადაც არ იქნება სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო, ქვეყნის მასშტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, პერმანენტულად ამოწმებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა. მოწმდება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები”,-ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, გასულ წელს, სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე კი, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

“სტატისტიკით დგინდება, რომ ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.

საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.
შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და გამოვალთ ინიციატივით, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს სანქციები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ყველა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რათა არ შევუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები