საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი  ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 33 000 ლარს აღემატება“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები