საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თბილისში, მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის – ჭაჭის არყის რეალიზაციას  შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში  5 620 ლარს  შეადგენს.

საქმეზე  მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები