საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის 2 ფაქტზე სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტის – „ყაზბეგის“ – გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვა გადაჰქონდა, თუმცა  შემოწმებისას  აღმოჩნდა, რომ სატვირთო  ავტომობილში დიდი ოდენობით –  48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი იყო.

მეორე შემთხვევაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის – „გუგუთის“ – გავლით ბრალდებული, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად,  სატვირთო ავტომანქანით მოქალაქეს სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის მიმართულებით ყვავილები გადაჰქონდა.  ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მანქანაში რეალურად 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი იდო.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 825 ლარს შეადგენს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები