საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ადგილი ჰქონდა საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი შესყიდვის აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენებას. საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მეწარმეები საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების – სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ – ს ანგარიშფაქტურების დამზადება-გასაღებას ახდენდნენ“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 133 პირი მისცა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები