საგამოძიებო კომისიას ჰქონდა იმაზე მეტი ვადა, ვიდრე ჰქონდა გამოძიებას-ეკა ბესელია

საგამოძიებო კომისიას ჰქონდა იმაზე მეტი ვადა, ვიდრე ჰქონდა გამოძიებას-ეკა ბესელია

,,საგამოძიებო კომისიას ჰქონდა იმაზე მეტი ვადა, ვიდრე ჰქონდა გამოძიებას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე აალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“სამი თვე იმუშავა ამ კომისიამ, გაცილებით უფრო მეტად მოქნილ ვითარებაში, მეტი შესაძლებლობებით, არაფერი არ აბრკოლებდა კომისიას რისი გაკეთებაც უნდოდა, ვიდრე ეს იყო გამოძიების ეტაპზე. ისეთი რა აღმოჩენა გავაკეტეთ ჩვენ გარდა ამ პოლიტიკური შეფასებებისა და ამ პოლიტიკური იერიშისა რაც გამოძიებამ იმ მოკლე შემჭიდროებულ ვადაში არ გააკეთა.
პრობლემამ გვაჩვენა რომ არსებობს ძალიან დიდი აგრესია საზოგადოებაში, ბავშვებში ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელიც ამ ტრაგედიის წინაპირობა გახდა და მე ვფიქრობ კომისია კარგი იქნებოდა, ამ ნაწილით უფრო მეტად დაკავებულიყო , ამაზე უფრო მეტად გვემსჯელა ჩვენ, ვიდრე პერსონალურ შურისძიებაზე. რომელიც მართალი გითხრათ ვერ გავიგე, რა კავშირშია ეხლა ეს პასუხისმგებლობა გახარიას განცხადებასთან, რა ჩაკეტა გახარიას განცხადებამ დეკემბერში, როცა მისი განცხადების შემდეგ 500- მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. მისი განცხადების შემდეგ ხდება რამდენიმე პირის დაკავება, ზუსტად დეკემბერშია ყველაზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარებული. . რა ჩაკეტა გახარიას განცხადებამ, თუ აღმოჩნდა, რომ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ზუსტად ამ განცხადების შემდეგ , ეს განცხადება ტოლფასია იმ პასუხისმგებლობის, რომელიც რეკომენდაციის სახით შეიძლება კომისიამ გამოიტანოს? და ეს არის ლოგიკა და იქამდე მივედით რომ წულუკიანს იმიტომ უნდა დავაკისროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ გააკეთა საჯარო განცხადება , კომისიაზე მოგყავთ და კითხვას არ უსმევთ არანაირ კონტექსტში. ეს არის არგუმენტირებული, ეს არის წონადი არგუმენტები? ან შოთაძე, რომელიც იყო პარლამენტის მიერ არჩეული მთავარი პროკურორი, ჰქონდა რამდენიმე წელი უფლებამოსილების დარჩენილი, მთავარი პროკურორის გადადგომა ამ ქვეყანაში არის ესეთი მარტივი ამბავი ისეთ საქმეზე, სადაც ზუსტადაც რომ მისი პერსონალური პასუხიმგებლობის საკითხი და პირადი დაინტერესება არ იკვეთება და მივედით მარტო იქამდე რომ მერაბიშვილის კონკრეტული ეპიზოდი უნდა ჩავწეროთ ამ საქმეში. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ცდუნებებს უნდა მოერიოს კომისიის ყველა წევრმა. მე მგონია რომ ამ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს დიდი არგუმენტები არ სჭირდება, საზოგადოება ადევნებს თვალს და ალბათ ხედავს რომ ეს არის ყველაზე მეტად გამოშიგნული, და აბსოლუტურად დაცული არგუმენტებისგან. ამ პოლიტიკურ ოცნებებს ორი მოთხოვნაც რომ დაამატოთ ჩემთვის იქნება კარგი ბუკეტი, გასაგები ბუკეტი. დაამატეთ მაგალითად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, და დაგვითმეთ ხელისუფლება. ბოლო კითხვა მაქვს: განცხადებების გამო რომ პირთა პასუხიმგებლობის საკითხებს ვითხოვთ, აი თქვენ რომ ეხლა იხილავდეთ სხვა როლიდან ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამას აფასებდეთ ამ პოლიტიკურ ჭრილში., ორი გვამი მინდაო რომ იძახდა, ასეთი განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით ?! „- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები