საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკეთესია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, რეზოლუციის შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს-ნუკრი ქანთარია

საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკეთესია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, რეზოლუციის შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს-ნუკრი ქანთარია

საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკეთესია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, რეზოლუციის შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქანთარიას განცხადებით, რეზოლუციაში რეალური და გონივრული მოთხოვნები უნდა ჩაიწეროს.
„საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკეთესია, რომ რეზოლუციის შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს, მაგრამ მხოლოდ რეზოლუციები ძირეულ პრობლემას ვერ მოაგვარებს და ვთვლი, რომ იქ ისეთი რამ არ უნდა ჩაიწეროს, რაც რეალობიდან შორსაა ამ ეტაპზე. ოპოზიციას შეუძლია, გაცილებით მკაცრი იყოს, იმიტომ, რომ არ აქვს ის პასუხისმგებლობა, – რაც ხელისუფლებას. ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქმედებაზე პასუხი ხელისუფლებას მოეთხოვება, – „მაგნიტსკის სიის“ გადმოთარგმნა არ იქნება ცუდი, მაგრამ გვაქვს ამისი ბერკეტი?.. ვთანხმდებით, რომ კონკრეტულ ფაქტებზე თუ ვინმემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მაგალითად, ოთხოზორიას მკვლელთან დაკავშირებით არსებული გამოძიება. „მაგნიტსკის სიაზე“ საუბრისას, ანალიზი უნდა გაკეთდეს – სად წაგვიყვანს ეს ყველაფერი – წამოსროლილად რაღაცების მოთხოვნა, არ არის სწორი, რადგან დანაღმულ ველზე ვართ. ქაღალდი ყველაფერს აიტანს, მერე რეალობაში როგორ გადავა, ესაა საკითხავი. თუმცა, მესმის ჩვენი საზოგადოების ემოციური მდგომარეობაც, არ არის იოლი ვითარება, თუმცა, უნდა მოვახერხოთ, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციას და არ უნდა გავიდეთ იმ შავი კვამლისკენ, რომელიც გავლილი გაქვს“ , – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში ორი რეზოლუციაა წარდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ხოლო უმცირესობა აღნიშნულთან ერთად, “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” შედგენას, ხოლო იქ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესებას. აღნიშნულ წინადადებაზე შეჯერების შემთხვევაში, პარლამენტში დასამტკიცებლად რეზოლუციის ერთიანი ტექსტი გავა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები