საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერის გაჟონვის წყარო ჩაის ფოთლებით იპოვეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერის გაჟონვის წყარო ჩაის ფოთლებით იპოვეს

2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) დიდი რაოდენობით ჰაერს კარგავს.

თავიდან ასტრონავტებმა პრობლემას დიდი ყურადღება არ მიაქციეს, რადგან გაჟონვა სერიოზული არ ყოფილა. თუმცა, თუ 2019 წლის სექტემბერს გაჟონვის ინტენსივობა ოდნავ გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოს იგი უკვე გახუთმაგებული იყო. რაც ნიშნავს, რომ ISS-იდან ყოველდღე 1,4 კილოგრამი ჰაერი იკარგებოდა. ამიტომ, უკანასკნელი 2 თვის მანძილზე, ეკიპაჟი სადგურის ცალკეულ მოდულებს ლუქავდა და გაჟონვას ეძებდა.

რუსულმა კოსმოსურმა სააგენტომ, როსკოსმოსმა, ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, რომ ეკიპაჟმა გაჟონვის აღმოჩნენა უჩვეულო ტესტით, ჩაის ფოთლებით მოახერხა.

კოსმონავტმა ანატოლი ივანიშინმა ჩაის რამდენიმე ფოთოლი Zvezda-ს მომსახურების (ხომალდის რუსული სეგმენტი) მოდულში გაუშვა. შემდეგ, ეკიპაჟი მიკროგრავიტაციაში ჩაის ფოთლების მოძრაობას კამერებით დააკვირდა.

ფოთლებმა ნელი ტემპით მოძრაობა კედელზე არსებული ნაკაწრისკენ დაიწყეს. ეკიპაჟი მიხვდა, რომ ჰაერის გადინების წყარო კედელში არსებული დაზიანება იყო. ამის შემდეგ, ასტრონავტებმა და კოსმონავტებმა ნაპრალს სპეციალური “კაპტონის სკოჩი” გადააკრეს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ჰაერი მუდმივად ჟონავს. შესაბამისად, ISS მუდმივად მარგდება ჟანგბადისა და აზოტის შემცველი კონტეინერებით, რაც სადგურზე დედამიწის მსგავსი ჰაერის მიღების საშუალებას იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ISS-ის ეკიპაჟი მიიჩნევს, რომ გაჟონვა ამ დროისთვის შეჩერებულია, ეს პრობლემის დროებითი მოგვარებაა. ასტრონავტები და კოსმონავტები იმედოვნებენ, რომ გაჟონვის წყაროს უკეთეს ინსულაციას მოახერხებენ.

სადგურის რუსულ სეგმენტში მოძველებული მოდულებია. ბოლო თვეების მანძილზე იქ ტუალეტი გაფუჭდა და ტემპერატურა არასტაბილურია. ოთხშაბათს კი ჟანგბადის მიწოდების სისტემა გაფუჭდა. კოსმონავტი გენადი პადალკა ამბობს, რომ რუსული სეგმენტის მოდულები განახლებას საჭიროებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები