საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში სათავო ოფისს გახსნიან, საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში სათავო ოფისს გახსნიან, საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში სათავო ოფისს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„საერთაშორისო კომპანიები, მსხვილი ტრანსნაციონალურ ორგანიზაციები, მათ შორის 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები, თუ საქართველოში გახსნიან სათავო ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, მათზე გავრცელდება უნიკალური საგადასახადო შეღავათები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რათა საქართველო გავხადოთ რეგიონალურ ცენტრად“, – განაცხადა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები