„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

გამოკითხულთა უმრავლესობა 83% მიიჩნევს, რომ სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
ხოლო მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41 პროცენტის აზრით, ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.
​კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ სასამართლო სამართლიანი არაა.
ცნობისათვის, კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
​კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები