საჩხერის სასტუმრო „მედიჰაუსის“ ეზოში, ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკა“ საზეიმოდ დაიხურა.

საჩხერის სასტუმრო „მედიჰაუსის“ ეზოში, ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკა“ საზეიმოდ დაიხურა.

საჩხერის სასტუმრო „მედიჰაუსის“ ეზოში, ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკა“ საზეიმოდ დაიხურა.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, გაიმართა „ეკოლოგიკის“ მესამე, დასკვნითი ეტაპი, სადაც წინა ეტაპებზე წარმატებით მოასპარეზე 5 გამარჯვებული საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, ზესტაფონიდან – მე-2 საჯარო სკოლა და სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლა.
ჭიათურიდან – ზოდის, ტყემლოვანის და კაცხის საჯარო სკოლები.
დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულმა გუნდებმა კონკრეტული ეკოლოგიური პროექტები წარმოადგინეს (ეს შეეხება ორივე რეგიონში გარემოსდაცვითი, კონკრეტული პროექტების იდეებს, ინიციატივას, წინადადებებს, ვთქვათ, რომელიმე სკვერის გამწვანებას, დასუფთავებას და სხვა).
შემოთავაზებული პროექტები ჟიურიმ შეაფასა და  საუკეთესო იდეის ავტორები დაჯილდოვდნენ.  გამოვლენილი ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაზე კი „ჯორჯიან მანგანეზი“ იზრუნებს.
დასკვნითი შეჯიბრი  საჩხერეს სასტუმრო „მედიჰაუსის“ საკონფერენციო დარბაზში თბილისიდან ჩასულმა ჟიურიმ შეაფასა.
ჟიურის წევრები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი  მირიან ხოსიტაშვილი, პოლონურ-ქართული კომპანია „აგრომაქს დეკორის“ წარმომადგენელი ივანე კოპაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე  მარიამ მათიაშვილი, ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი.
პროექტ „ეკოლოგიკის“ გამარჯვებული გახდა და პირველ ადგილზე გავიდა; ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი წილად ხვდა – ზოდის საჯარო სკოლას. ჟიურის ფავორიტი გახდა – ტყემლოვანის საჯარო სკოლა.
დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, გარემოს დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, კომპანია „აგრომაქს დეკორის“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები. წამყვანი მსახიობი მაკა შალიკაშვილი იყო.
პროექტი „ეკოლოგიკა“ 15 აპრილს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით და ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით დაიწყო, ის გასართობ – ინტელექტუალური და ეკოლოგიური შინაარსის იყო და ორივე რეგიონის 54 სკოლას აერთიანებდა.
პროექტის მიზანი იყო, მოზარდებში მოტივაციის, ინტელექტუალური და შემეცნებითი ბაზის ამაღლება და განვითარება.
პროექტი განხორციელდა ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც, ეტაპობრივად,  მე-8 – 11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიანი საჩუქრები დააწესა.
პროექტი, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“.
მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

როგორც „კვირას“ „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმაგანუცხადა, „ეკოლოგიკა“ კარგი პროექტი გამოვიდა.
„ეკოლოგიის თემა აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფოს მხრიდან ეკოლოგიის კურსით ვარ მოსული ამ კომპანიაში. ეს სიმბოლური არ არის, პირდაპირ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ასეთი პროექტი მოგვეფიქრებინა. ნამდვილად ძალიან კარგი წამოწყებაა, რომ  ყოველდღიურად გავაგრძელოთ ჩვენი ბუნების, ჩვენი ქვეყნის მოვლა, შევქმნათ  მრავალი ეკოლოგიური პროექტი, ჩვენი მხრიდან კომპანია არ გაჩერდება.  ბევრს აკეთებს და მომავალში დიდ და სერიოზულ ეკოლოგიურ პროექტებს გააგრძელებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
„გამოვლინდა გამარჯვებული, ბავშვებმა მართლა გულით იმუშავეს, მართლა იბრძოდნენ და ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს ნამდვილად აქვთ ეკოლოგიური აზროვნების, ბუნების მოვლის სურვილი და, საბოლოო ჯამში, საკუთარი ქვეყნის მოვლაზე ფიქრობენ“.
მისივე თქმით,  „ეკოლოგიკის“ შედეგებმა აჩვენა, რომ პროექტი აუცილებლად გახდება ტრადიციული და ყოველ წელს ჩატარდება.
ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ყველა სკოლა გამარჯვებულია. რადგან ოლიმპიადის მიმდინარეობის  პირველი წელია და პირველი პროექტი გაიმართა, დამარცხების მიუხედავად, მაინც ყველა სკოლა დაფინანსდება, რომ რომელიმე სკოლამ თავი გარიყულად ან დაჩაგრულად არ იგრძნოს.

ლიკა ჭუმბურიძე, ჭიათურის  მერის მოადგილე:

„მსგავსი ტიპის პროექტები ჩვენი რაიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ  მივესალმები მათ ჩატარებას. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ პროექტებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ მხარდაჭერისთვის. დღეს აქ არაჩვეულებრივი, მოტივირებული ახალგაზრდები ვნახე, თუ როგორ ზრუნავდა თითოეული მათგანი თავის სოფელსა და ქალაქზე.  ეს ძალიან მისასალმებელია. ამიტომ ჭიათურის მერმა, ბატონმა პაატა ნადირაძემ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი სკოლის პროექტი, რომელიც არ მოხვდა სამეულში, დააფინანსოს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კაცხის სკოლას და, ზოგადად, მსგავსი ტიპის პროექტებს მომავალშიც“.

ლაშა ღონღაძე,  ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლა:

„15 აპრილიდან ჩვენი სკოლა აქტიურად  ჩაერთო  „ეკოლოგიკის“ პროექტში. მასწავლებლები გვეხმარებოდნენ, თუმცა ძირითადი მოვალეობები მოსწავლეებმა აიღეს საკუთარ თავზე, მაგრამ  მათი ჩართულობა იმდენად მაღალი იყო,  ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვება ამა თუ იმ მოსწავლის შედეგია.  ეს იმ განწყობის შედეგია, რომელიც მასწავლებლებმა მოგვცეს თავის დროზე.
პროექტი  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შემწეობით მიმდინარეობდა. იმედი გვაქვს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ დაგვიფინანსებს იმ პროექტს, რომელიც გვინდა და განვახორციელებთ სასურველ გეგმას.
პირველ  ადგილზე გასვლამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. შეგვეტყო კიდეც პრეზენტაციაზე, რომ ვერ შევიკავეთ ემოციები. გუნდის თითოეული წევრისთვის, 15-ვე მოსწავლისთვის ეს დღე ყველაზე სასიხარულოა ჩვენს ცხოვრებაში“.

გოგა ჩანადირი,  ფოტოხელოვანი:

„მიხარია, რომ კერძო სტრუქტურამაც გაიაზრა  პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოაცხადა კონკურსი, რათა ბავშვების ეკოლოგიური წალკოტები, ცენტრები  შექმნას ამა თუ იმ დასახლებაში. სასიხარულოა, რომ ამას კონკურსს სახე მიეცა. მართლაც, ბოლო ხუთი პროექტი, რომელსაც გავეცანით, არაჩვეულებრივი იყო.  ბავშვები აზროვნებენ, მათი ეკოლოგიური განათლება აშკარად მაღალ დონეზეა, ისღა დაგვრჩენია, მათ პროექტები განახორციელონ,
კიდევ ერთხელ მინდა „ჯორიან მანგანეზს“ მადლობა გადავუხადო, რომ მან აიღო საკუთარ  თავზე პასუხისმგებლობა და დააფინანსეს გამარჯვებული პროექტები, ასევე ჭითურის მუნიციპალიტეტს ვეტყვი მადლობას, რომ აიღო თავის თავზე კაცხის სკოლის  მწვანე გარემოს დაფინანსება. იმედი მაქვს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დილიკაურის სკოლას დაუფინანსებს თავის მწვანე პროექტს“.

მირიან ხოსიტაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  გენერალური დირექტორის მოადგილე:

„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა საჩხერეში, სადაც ჩვენ საშუალება მოგვეცა იმერეთის მხარის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებისთვის მოგვესმინა. მათ წარმოადგინეს პროექტები, თუ როგორ უნდა მოუფრთხილდნენ გარემოს, წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ხედვა, თუ როგორ უნდა განავითარონ გარემოს დაცვისადმი კვლევა და ა. შ.
საქაართველოს პარალმენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ცხადია, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდამჭერია დღესაც და მხარდამჭერი იქნება მომავალშიც, იმიტომ, რომ ეკოლოგიაზე, გარემოზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა, რომ მოვუფრთხილდეთ გარემოს განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ახალგაზრდები გვაცნობენ თავიანთ იდეებს და ისინი არიან ჩართულები არიან ამ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად“.

ივანე კოპაძე,  კომპანია „აგრომაქს დეკორის“ დირექტორის მოადგილე:

„ჩვენი კომპანიის სახელით გამოვხატავ ძალიან  დიდ სიხარულს. დღეს იყო ძალიან მაგარი დღე, სკოლის მოსწავლეებმა დაგვანახეს, რომ გარემოზე ზრუნვა არ არის მარტო არც სახელმწიფოს, არც კონკრეტული ადამიანის მოვალეობა, არამედ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.
კომპანიის სახელით სამი გამარჯვებული დავაჯილდოვეთ სამი დეკორატიული ნაძვით, ასევე ჩვენი კომპანიის სახელით ვთავაზობთ გამარჯვებულ გუნდებს, რომ მათი პროექტით წარმოდგენილი სკვერებისთვის, რომლებსაც ისინი ააშენებენ, ჩვენ შევთავაზებთ მცენარეთა სრულ პაკეტს თვითღირებულებით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
ჩვენ შევთავაზეთ ნებისმიერი მოსწავლეს, თუკი რომელიმე გააგრძელებს სწავლას ბოტანიკის, დენდროლოგიის, ან ბიოლოგიის მიმართულებით, ჩვენს კომპანიაში გაიარონ არა მარტო უფასო სტაჟირება, არამედ დასაქმდნენ გარანტირებულად და ჰქონდეთ ძალიან მაღალი ხელფასი.

მარიამ მათიაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე:

„ჩემთვის, როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, ბავშვების ჩართულობა, ენთუზიაზმი ნამდვილად აღსანიშნავია. ძალიან კარგი პროექტები  წარმოადგინეს. მივესალმებით მათ ასეთ აქტიურობას და  ყველანაირად ხელს შევუწყობთ“.

თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე:

„ზოგადად ეკოლოგია უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა თანამედროვე საზოგადოებაში.  ძალიან კარგია, რომ დღეს უკვე ახალგაზრდები ადგენენ ეკოლოგიის განვითარების დღის წესრიგს, ათმაგად სასიამოვნოა, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც მუნიციპალიტეტები, ასევე კომპანია, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბუნებასთან.  ჩვენც, პროფაკავშირებიც, დიდი სიამოვნებით გამოვთქვამთ ინიციატივას მსგავს პროექტებსა და  პროცესებში ჩართვისათვის“.

ბექა კუპატაძე,  კაცხის საჯარო სკოლის გუნდის წევრი:

„ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტი ეკოლოგიკა ძალიან კარგი პროექტია, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება და დიდი ცოდნაც მომცა. დარწმუნებული ვარ, ეს ცოდნა აუცილებლად გამომადგება ჩემს შემდგომ ცხოვრებაში. ამან უფრო დამაახლოვა მეგობრებთან, უფრო ახლოს გავიცანი ისინი.  ვის რა შეგვიძლია, გავიგეთ ჩვენი შესაძლებლობები. ამ მხრივ პირადად მე ძალიან დიდი სარგებელი მომიტანა“.

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები