საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა.

როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით, პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო პერსონალმა ბებოს გამოჯანმრთელება მიულოცა და აპლოდისმენტებით გააცილა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები