საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩის N16-სა და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.

რეკრეაციულ სივრცეებში საბავშვო გასართობი მოედნები განთავსდა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„საბურთალოს რაიონს კიდევ ორი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე შეემატა, სადაც დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება. ამ დროისთვის, რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს. ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც სკვერებში მონტაჟდება, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს – ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. რეკრეაციული ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

ორივე პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 217 779 ლარი გამოიყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები