“საბოტაჟის სცენარი დაიგეგმა კიევში… გახარიას პირდაპირ წამოსცდა”

“საბოტაჟის სცენარი დაიგეგმა კიევში… გახარიას პირდაპირ წამოსცდა”

“მოაზრებულია საბოტაჟის სცენარი, რაც დაიგეგმა კიევში… გახარიას პირდაპირ წამოსცდა ეს”, – ამ  განცხადებას აკეთებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ეთერში

მისი თქმით, ეს იყო გახარიას ყველაზე უხეში “სიტყვის გაქცევა”:

“გახარიას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რამენაირად 43%-ს დაგვაახლოვოს, მაგრამ როგორც ჩანს ამის იმედი არც მას და არც ოპოზიციას დიდად არ აქვს. სიტყვა გაექცა, უყვარს მას ეს გამოთქმა. სიტყვა გაექცა და წამოცდა ის, რაზეც ფიქრობს. 43%-ზე მეტს იღებს “ოცნება” თუმცა მაინც არსებობს, რაღაც ლეგიტიმაციის პრობლემა… სხვა რა ლეგიტიმაციაზე საუბრობს გახარია, თუ არ არის მასში მოაზრებული ის საბოტაჟის სცენარი, რომელიც არის დაგეგმილი კიევში. მას წამოცდა… ის პირდაპირი აღიარება იყო იმისა, რომ არჩევნების შემდეგ თუ განხორციელდება საბოტაჟი, აპირებს იყოს ამ საბოტაჟის ნაწილი, პირდაპირ წამოსცდა. ეს არის ყველაზე უხეში წამოცდომა და სიტყვის აცდენა, რაც მას ჰქონდა ბოლო დღეებში, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები