საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდ

საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდ

საბერძნეთის პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის სპიკერის გარდა ქართულ-ბერძნული სტრატეგიული ურთიერთობები ქართულმა მხარემ ოპოზიციის ლიდერთანაც განიხილა.

საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდა. კირიაკოს მიცორაკისი პარტიის „ახალი დემოკრატია“ ლიდერია.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობასა და იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში ოკუპაციის შედეგად არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია თუ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულება და ზოგადად, ქვეყანასთან ურთიერთობა, არის მათი მხრიდან სერიოზული ინტერესის საგანი და მნიშვნელოვანია, ამაში ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად იყოს ჩართული და დაინტერესებული ოპოზიცია,“ – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში მოიწვია.

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი საბერძნეთში 7 თებერვალს დაიწყო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები