საბერძნეთის პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის სპიკერის შემდეგ ქართულ-ბერძნული სტრატეგიული ურთიერთობები ქართულმა მხარემ ოპოზიციის ლიდერთანაც განიხილა.

საბერძნეთის პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის სპიკერის შემდეგ ქართულ-ბერძნული სტრატეგიული ურთიერთობები ქართულმა მხარემ ოპოზიციის ლიდერთანაც განიხილა.
საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდა, რომელიც პარტიას „ახალი დემოკრატია” ხელმძღვანელობს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვები მაქსიმალურად ახლოსაა ერთმანეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა: საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ხელისუფლებასთან ერთად, დაინტერესებული იყოს ოპოზიციაც.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.
მსგავსი სიახლეები

„როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი“-სააკაშილი

“2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებით შეხვდა”
კახა კალაძე, მზად არის ოპონენტებს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში დაეხმაროს.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა.
