საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“, 2-11 აპრილს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“, 2-11 აპრილს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“, 2-11 აპრილს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამურად,  7 080 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
​საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და, სანქციის სახით, თითოეულს ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო კანონდამრღვევ მოქალაქეს თ.მ-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები