საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.
ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.
სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
