საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65 ვაზიანი-შუამთის მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული იყო სპეციალურ რეჟიმი, კერძოდ ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის, გამო ახალციხე-ნინოწმინდის სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან იკრძალებოდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მსგავსი სიახლეები

ის, რომ ფაქტობრივად, 26 დღის შემდეგ მივაღწიეთ, ცხედარი გადმოეცათ წითელი ჯვრის მეშვეობით, თავისთავად, ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას

“თუ ცილისწამებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყება მუშაობა, ახალი რეგულაციები კონსტიტუციის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს”

“კატაკომბური ეკლესიის” დაარსებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლებს, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
