საატესტატო გამოცდები საჯარო სკოლებში შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

საატესტატო გამოცდები საჯარო სკოლებში შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

საატესტატო გამოცდები საჯარო სკოლებში შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ეს ცვლილილება საჯარო სკოლის მე-11 და მე 12 სკლასის მოსწავლეებს შეეხება – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.
„ამ ეტაპისათვის დაზუსტებულია 2017-2018 წლისთვის გათვალისწინებული სიახლეები.
ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების შედეგად მიღებული კონკრეტული მაგალითები და თითოეული საგნისათვის დამატებითი ნიმუშები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.gov.ge უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ახალი ნიმუშები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები