საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ბევრ საკითხს შეეხება, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ბევრ საკითხს შეეხება, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს. მისივე თქმით, დამკვირვებლებს მთელი რიგი რეკომენდაციები აქვთ, როგორ შეიძლება საარჩევნო გარემო უკეთესი გახდეს.
„ეუთოსგან არაერთი რეკომენდაცია მივიღეთ, რომელიც მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. სტანდარტი არსებობს, რომ არჩევნების ახლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება რეკომენდებული არ არის, მაგრამ საკმაო დრო გვაქვს. 2019 წლის განმავლობაში შეგვიძლია, მშვიდად ვიმუშაოთ, რომ რეკომენდაციები კანონმდებლობაში ავსახოთ. შეიძლება, ცვლილებები ბევრ საკითხს შეეხოს, მათ შორის, პროცედურული საკითხებია – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაცია, საარჩევნო დავების პროცედურები. საუბარი დაახლოებით ამ სახის დავებზეა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები