სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გია როინიშვილს თუმანიშვილის სახელობის თეატრში სამწლიანი დავის შედეგ აღადგენენ
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გია როინიშვილს თუმანიშვილის სახელობის თეატრში სამწლიანი დავის შედეგ აღადგენენ და განაცდურსაც აუნაზღაურებენ. ამის შესახებ მსახიობი Facebook-ის საკუთარ გვერდზე იუწყება.
“სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია. დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად. მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის, ქეთი დოლიძის დროს. წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს”,- წერს გია როინიშვილი.
კატეგორიები:
კულტურა