- TVFree.Ge -

“სააკშვილს არ შეუძლია გავლენა იქონიოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე” -ალექსეი ჩეპა

“სააკშვილს არ შეუძლია გავლენა იქონიოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე” – მიიჩნევს რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ალექსეი ჩეპამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნინო ბურჯანაძემ “Независимая газета” -თან საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ კონტროლირებადი პროექტის ნაწილია და ამ პროექტის მიზანია რუსეთში, 2018 წლის ფეხბურთის მსფოლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩაიშალოს და გავლენა იქონიოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

“სააკაშვილის ერთადერთი მოწოდებაა – პროვოკატორი. მისი მიზანია დესტაბილიზაცია შეიტანოს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და რუსეთის საზღვართან” – თვლის ალექსეი ჩეპა.