“სააკშვილს არ შეუძლია გავლენა იქონიოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე” -ალექსეი ჩეპა

“სააკშვილს არ შეუძლია გავლენა იქონიოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე” – მიიჩნევს რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ალექსეი ჩეპამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნინო ბურჯანაძემ “Независимая газета” -თან საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ კონტროლირებადი პროექტის ნაწილია და ამ პროექტის მიზანია რუსეთში, 2018 წლის ფეხბურთის მსფოლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩაიშალოს და გავლენა იქონიოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
“სააკაშვილის ერთადერთი მოწოდებაა – პროვოკატორი. მისი მიზანია დესტაბილიზაცია შეიტანოს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და რუსეთის საზღვართან” – თვლის ალექსეი ჩეპა.
მსგავსი სიახლეები

სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა არ გააჩნია იმ შემთხვევისთვის თუ მას უკრაინაში არ შეუშვებენ.

“ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას, ასევე მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას”

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდები და პროფილები facebook-მა დაბლოკა და პირდაპირ მიუთითა, რომ ეს გააკეთა ჩვეულებრივი მომხმარებლების მიმართვების საფუძველზე.

გიორგი გახარია ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე – როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, ეს არის მავნებლობა
