“სააკაშვილს თუ განზრახული ჰქონდა ციხეში ჩაჯდომა, ჩვეულებრივად შემოვიდოდა”

“სააკაშვილს თუ განზრახული ჰქონდა ციხეში ჩაჯდომა, ჩვეულებრივად შემოვიდოდა”

პრემიერ-მინისტრმა ლოგიკურად ახსნა ის პროცესები, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას და სახელმწიფო უწყებების მიერ მის დაკავებას, პენიტენციურ სისტემაში მოთავსებას. არ მგონია, რომ დედამიწის ზურგზე ვინმემ შეძლოს მისი ისეთი დისკრედიტაცია და კარგი ხარისხით, როგორც ამას თვითონ აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რომ სურდა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რევოლუციების მოწყობა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ არ შემოვიდა ქვეყანაში ოფიციალურად.

„მას თუ განზრახული ჰქონდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა ოფიციალურად, ვალს მოიხდიდა, ის ქვეყანაში ჩვეულებრივად შემოვიდოდა, ამის თაობაზე განაცხადებდა და აეროპორტში თავის მომხრე მაინც დახვდებოდა და იტყოდა, რომ „ვაჟკაცურად“ შემოვედი, ქართულ მართლმსაჯულებას ჩავბარდიო, მაგრამ ეს ვერ გააკეთა და ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. ისიც ვერ გაბედა, რომ ეთქვა, მას სურდა საქართველოში გარკვეული დესტრუქცია. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ ის ამ მდგომარეობაშია, მიხეილ სააკაშვილს ყველა კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ერთ ადგილზე გაჩერება ძალიან გაუჭირდება, თუმცა მოუწევს. არ მგონია, რომ ვინც დაიღუპა და ვინც დაზარალებულია სწორედ მისი სისტემის გამო, დალხინებული ცხოვრება ჰქონდეთ. თავის ჰგავს განაჩენი თავისი სისტემიდან გამომდინარე გამოუტანა. ყველაფერი გააკეთა, რომ კიდევ უფრო დაზიანებულიყო მისი ისედაც დაზიანებული რეპუტაცია“, – გურამ მაჭარაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები