“სააკაშვილს სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს”

“სააკაშვილს სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს”

საპარლამენტო უმრავლესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძისგანცხადებით, სააკაშვილი შეეცდება ყოველდღიურად ახალ-ახალი დაძაბულობის კერები შექმნას.

მისი თქმით, სააკაშვილს სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს.

„სააკაშვილი ეცდება, ყოველდღიურად რაც შეიძლება ახალ-ახალი დაძაბულობის კერები შექმნას, მათ შორის ხელოვნურად. ვინმეს წარმოუდგენია უბრალოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანთან ისეთი თავისუფლება, ამ შემთხვევაში მიმოსვლის, გადაადგილების, შესვლის, მონახულების, კომუნიკაციის, როგორიც სააკაშვილს აქვს. მგონია, მას სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები