სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, “რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჯერჯერობით საქართველოში. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მან შეიწყალა ბანკის თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავე სამი ადამიანი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედები. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა“, -დაწერა მოსიჩუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები