მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე – ერთი ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და მეორე სახე, როდესაც გუშინ ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰააგის სასამართლოში სარეკომენდაციო დასკვნის შეტანის ფაქტზე კომენტირებისას.
“შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა. რაც მან გუშინ გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი,“– დასძინა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ელჩი თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

იან კელმა კომენტარი გააკეთა შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის შეხვედრების დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი პირველად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების საკითხს და ამ შეფასებისთვის მომზადებული ანგარიში ძალიან პოზიტიურია.
