სააკაშვილმა პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლა გადაიფიქრა

სააკაშვილმა პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლა გადაიფიქრა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, არ შეასრულოს თავისი დანაპირები და არ დაბრუნდეს უკრაინაში პირველ აპრილს. უკრაინული მედიის თანახმად, ამის მიზეზი მან ტელეარხ “Настоящее время”-ს ეთერში თქვა კითხვაზე საპასუხოდ – ძალაში რჩება თუ არა მისი დანაპირები, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირველივე დღეს ჩავიდეს.
“არა, მე თავიდანვე ვთქვი: ვფიქრობ, რომ პოროშენკო ვერ გავა მეორე ტურში და მე ჩამოვფრინდები. თუკი ის მართლაც არ გავა, ჩამოვფრინდები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები