“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და მას საფრთხე არ ემუქრება”

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და მას საფრთხე არ ემუქრება”

სპეციალური პენიტენციური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, პაციენტი იმყოფება ნომერ მე-18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩიდრაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმაშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური კვლევები. შესაბამისად, ის უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და მას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები