სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მისი გაძევებით პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პოროშენკოა დაინტერესებული.

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მისი გაძევებით პირადად ქვეყნის პრეზიდენტი  პოროშენკოა დაინტერესებული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მისი გაძევებით პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა დაინტერესებული. ამის შესახებ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის პოროშენკოს პირადი ბრძანება. ის მალდივებიდან დაბრუნდა და სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრების ბრძანება გასცა. რაზე მიდის აქ საუბარი? ეს უპრეცედენტო შემთხვევაა – უკრაინის უშიშროების სამსახური ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სასარგებლოდ იყო გამოტანილი.
მე უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა, რაზეც ოდესმე პოროშენკოს პასუხისგება მოუწევს. რატომ გავხვდი მე უკრაინის მოქალაქე? 2013 წელს პოროშენკო ამბობდა – მე მაქვს რეფორმების გატარების ორი მაგალითი – საქართველო და სინგაპური. როდესაც მე მაიდანზე მათ ვეხმარებოდი, ყველა ამბობდა – როგორ გაგვიმართლა, რომ სააკაშვილი აქ არის. ეს მათთვის კარგი პიარ-სვლა იყო – „სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში“. მე მსურდა, უკრაინელ ხალხს დავხმარებოდი, მათ კი კარგი პიარის გაკეთება სურდათ. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, არამედ ხალხის დახმარება მსურს, მათ აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები