სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოსთვის აქციების შეწყვეტის შესახებ წერილი არ მიუწერია

სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოსთვის აქციების შეწყვეტის შესახებ წერილი არ მიუწერია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ლიდერისთვის აქციების შეწყვეტის შესახებ წერილის მიწერას არ ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას გააკეთა. სააკაშვილის თქმით, ის აპირებს შეტევა მიიტანოს მთავრობაზე. თუმცა, ოდესის ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მთავრობასთან დიალოგისთვის მზადაა.

„ისინი მთელი დღე აწყობენ საინფორმაციო პროვოკაციებს. ჯერ თქვეს, რომ საპროტესტო მარში სხვაგან გაიმართეობდა, აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, საუბრობენ სხვადასხვა საიდუმლო მოლაპარაკებებზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მათ შევუტევთ. თუმცა შემდეგ გავმართავთ მოლაპარაკებებს, ოღონდ კამერებთან ერთად. ეს იქნება მოლაპარაკებები ოლიგარქიული სისტემიდან თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინფორმაცია იმის შესახებ რომ სააკაშვილი პოროშენკოს შერიგებას სთავაზობს, ტელეკომპანია ТСН-მ პოროშენკოს გარემოცვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები