სააკაშვილიდან ინაშვილამდე – ელისო კილაძე პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის!

სააკაშვილიდან ინაშვილამდე – ელისო კილაძე პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის!

პატრიოტთა ალიანსი ელისო კილაძის გაზეთს აფინანსებს!

ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტნიორს, პოლიტიკურ ოფისსა და პოლიტიკურ შეხედულებებს იცვლის. ფინანსების მიღების რესურსი მიხეილ სააკაშვილისგან, როგორც ჩანს, ამოიწურა – გაზეთი „ქრონიკა+” გაჩერდა, ერთი ნომერი ვერც დაიბეჭდა. ამიტომაც, ახლა „პატრიოტთა ალიანსის” ბანაკში გადაინაცვლა. ელისო კილაძე რამდენიმე ხნის უკან ირმა ინაშვილს პარტიის ოფისში ესტუმრა. შეხვედრას დავით თარხან-მოურავიც ესწრებოდა. გაზეთ „ქრონიკა+”-ისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის და, შესაძლოა, არც უკანასკნელი იყოს.

ელისო კილაძემ რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა. ახლა მათ ჩამოთვლას არ ვაპირებთ, შორს წაგვიყვანს, თუმცა, ფაქტია, რომ ვისაც აქებდა და ადიდებდა, იმას შემდეგ სასტიკად ლანძღავდა და პირიქით, ვისაც აკრიტიკებდა და მოხსნასაც კი ითხოვდა, შემდეგ მას მეგობრად აცხადებდა. კლასიკურ მაგალითად მისი ბოლო პარტნიორი ნაციონალური მოძრაობაც გამოდგება. ბადრი პატარკაციშვილის დროს, ელისო მისი შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო,  მაშინ აცხადებდა: ბოლო თეთრს დავხარჯავ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის შესაცვლელადო. მაშინ, რა თქმა უნდა, ფულს პატარკაციშვილი იხდიდა. მოგვიანებით კი პირიქით, მასში დიდი პატრიოტი აღმოაჩინა. ასეთი ფერიცვალება ელისო კილაძისთვის უცხო არ არის.

ახლა, როგორც ჩანს, ირმა ინაშვილის ჯერი დადგა. ფინანსური გარიგება შედგა: გაზეთს ალიანსი დააფინანსებს, გამოცემა კი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნას შეუერთდება. ამ მოთხოვნით „პატრიოტთა ალიანსი” ჯერ კიდევ ადგილობრივი არჩევნების წინ გამოვიდა. პარტიამ შიმშილობაც კი დააანონსა, თუმცა, არავითარი გამოხმაურება მედიაში ან საზოგადოებაში ვერ იპოვა. არჩევნების მეორე ტურში ელისო კილაძემ თავის facebook-გვერდზე დაწერა: „…ხვალ „ქრონიკა+”-ის საგანგებო დესანტი სწორედ ბორჯომში მიდის !” მეორე ტური ქვეყნის ექვს მუნიციპალურ ერთეულში იმართება, თუმცა, კილაძე ბორჯომში ჩავიდა, სადაც „ქართული ოცნების” კანდიდატს სწორედ „პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი უპირისპირდება. „პატრიოტთა ალიანსის” ოფისის გამოსვლის შემდეგ ელისო კილაძემ გაზეთის გამოშვებაც შეძლო და ალიანსის დასახმარებლად ბორჯომშიც გაემგზავრა.

ასე რომ, „ქრონიკა+” სკანდალურ ისტორიაში ახალი ისტორიები დაიწერება. როგორც ჩანს, ეს მანამ, სანამ ელისო კილაძე ისევ ფინანსური კრიზისის წინაშე არ დადგება და სხვა პოლიტიკურ ოფისს არ მიაკითხავს ახალი სკანდალური „ზღაპრების” დასაბეჭდად.

წყარო:reportiori.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები