სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფება.

სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფება.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფება. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ პარტია „ახალი ძალების“ პრესსამსახურში განუცხადეს.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფარგლებში ტურნე წამოიწყო.

„მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ხერსონშია. ის აპირებს მოინახულოს კაპელანი, რომელიც საზღვრის გარღვევისთვის დააკავეს“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

პარტიაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 19 სექტემბერს სააკაშვილი კიევში ჩასვლას აპირებს.

კატეგორიები: მსოფლიო, პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები