საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამებრძოლებთან ერთად 17 ოქტომბერს, კიევში აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
”ჩვენ გადავწყვიტეთ 17 ოქტომბერს, კიევში სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას შევუერთდეთ სამი მოთხოვნით: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება. დანარჩენ მოთხოვნებს კი ჩვენ შევკრებთ მთელი უკრაინის მასშტაბით, 17 ოქტომბრამდე”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერსაც გეგმავს.
მსგავსი სიახლეები

“გახარიამ ქვეყანა უზარმაზარ ქაოსს გადაარჩინა, კიდევ ერთ ქაოსს ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანდა, ამიტომ ის არ უნდა გადადგეს”
