სააკაშვილი ისე გავიდა ზონიდან, დავით აღმაშენებელსაც კი ედრება – ბიძინა ივანიშვილი

სააკაშვილი ისე გავიდა ზონიდან, დავით აღმაშენებელსაც კი ედრება – ბიძინა ივანიშვილი

“რაც აუშენებია ნაციონალურ მოძრაობას, მარტო მე ვაშენებ იმდენს” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, „ტვ – პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ეკონომიკაში ნებისმიერი მიმართულებით ტემპი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი, იმასთან შედარებით, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ საოცარი აღმშენებლობის პროცესი მიდის, დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან. ნახეთ, ორჯერ მეტს ვაშენებთ დღეს, რაც არ უშენებია “ნაც.მოძრაობას” მარტო მე ვაშენებ დღეს. რაც გინდა დაასახელეთ. რაც შეეხება კორუფციას, ეს ვრცელდება “რუსთავი 2″-დან. მე არ ვამბობ, რომ მთავრობა იდეალურია, არც ერთი ხელისუფლებაა არ არის მსოფლიოში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები