მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა – „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გარიგებაზე საუბრობენ.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ორივე ხელისუფლების მიზანია სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლა გადაიფიქროს.
რომან გოცირიძის ინფორმაციით, უკრაინაში სააკაშვილის დასახვედრად უკრაინის პატრიარქიც აპირებს ჩასვლას.
„ამ მასშტაბის აქციის ჩაშლის ერთ-ერთი ძალიან გულუბრყვილო ფორმა არის საქართველოს ხელისუფლების მიმართვა მიხეილ სააკაშვილის ხელახალი ექსტრადიციის საკითხის დასაწყებად, ეს არის სასაცილო. ის არ გადათქვამს თავის პრინციპებს, უკრაინაში ჩავა,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
