სააკაშვილი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სააკაშვილი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ექიმის სანდრო მათეშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, სააკაშვილი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას და მის სიცოცხლეს დღეის მდგომარეობით, საფრთხე არ ემუქრება.

“იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული ცვლილებები, გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. 

დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიცაა პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის წონა, ნორმის ფარგლებშია. პაციენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”. – ამბობს ექიმი. 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები