სააკაშვილი 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას აპირებს, წერს უკრაინული მედია.

სააკაშვილი 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას აპირებს, წერს უკრაინული მედია.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას აპირებს, წერს უკრაინული მედია. საზოგადოებას კიევში გამგზავრების შესახებ მან ჩერნოვეცში გამოსვლისას გააცნო:

“კიდევ რამდენიმე ქალაქში გავემგზავრები, შემდეგ კი კიევში გადავალთ. 19 სექტემბერი, როგორც მითხრეს, კიევის მფარველის, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა. კიევი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ! ჩვენ ყველანი კიევში გადავალთ და იქ ვიქნებით. ეს დასაწყისი იქნება.”

13 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ქალაქებში ხალხთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ჩერნოვეცში გამართა.

მანამდე, 10 სექტემბერს სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება უკვე დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები