სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, შპს „არომაპროდაქტსმა” ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, შპს „არომაპროდაქტსმა” ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა.

ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, იგეგმება იაპონური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა გაზარდონ ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში.

“იაპონური მხარე ასევე აპირებს აქტიური კამპანიის წარმოებას, საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნეს მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. მოცემული კამპანიის ხელშეწყობის პროცესში იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად სააგენტოც ჩაერთვება.

შპს “არომაპროდაქტსმა” 2021 წლის 21-25 თებერვალს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და The USAID Agriculture Program -ის მხარდაჭერით, კომპანიამ სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად – Gulfood 2021 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა:

„ემირატების და საერთოდ შუა აზიის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ წარმოდგენილნი ვართ საკმაოდ მსხვილ ქსელებში”,  – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი, ვალერი გუგუშვილი”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები