რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდანაც. დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ 01:29 საათზე შევიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა და ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა.
პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება.
შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები