რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, თოდრიას ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ნაკლებად მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები