რუსთავი 2-თან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა — სოფო კილაძე

რუსთავი 2-თან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა — სოფო კილაძე

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე ფიქრობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ზეთავისუფალია თავის სარედაქციო პოლიტიკაში. ამბობს, რომ მისთვის “ცოტა გაუგებარი და უცნაურია” ის, რაც ნიკა გვარამიამ 6 მაისის ბრიფინგზე თქვა.

“ეს არის კერძო დავა და ამ საკითხთან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება ჩემი აზრით პოლიტიკური სპეკულაციაა”.

ნიკა გვარამიამ 6 მაისს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ტელეკომპანიის წილის ცხრა პროცენტის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისგან 26 მილიონს ითხოვს. ის ამბობს, რომ სარჩელით ნიჟარაძემ სასამართლოს მიმართა. გვარამია ამ ყველაფერს ტელევიზიაზე შეტევის ახალ ფაზად აფასებს.

გვარამია აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და ეს სარჩელი კონკრეტულად მას, ამ ყველაფრის გარანტს ეხება. გვარამია ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება, რაც ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის დავალებით ბევრჯერ სცადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები