რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები

რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციას გმობენ.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ გაჩერებულია.

დღის განმავლობაში შს სამინისტრომ 30-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა, რომელთა ნაწილიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები