რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია 16:00 საათზე განახლდება.
ამ დროისთვის იქ რამდენიმე კარავია გაშლილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
აქცია გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ჯერ მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ კი, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებთან მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც შეკრებილებს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გიორგი კვირიკაშვილისკენ ბოთლები ისროლა.
მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა.
მსგავსი სიახლეები

პაატა იმნაძის თქმით, დღესაც შესაძლებელია აცრის გაკეთება, თუმცა იმ პირს, ვინც აიცრება, ორი კვირა იმუნიტეტი არ ექნება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და პრეზიდენტის დღევანდელი უფლებამოსილება ერთმანეთთან შეუსაბამოა-ივანე მაჭავარიანი
