რუსმა ოკუპანტებმა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო დუდაშვილი დააკავეს.

რუსმა ოკუპანტებმა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო დუდაშვილი დააკავეს.

რუსმა ოკუპანტებმა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო დუდაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, იგი სოფელ წითელუბნის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ერთი პირია დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მწყემსი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები