რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩი ჯონ ჰანთსმანი ვლადიმერ პუტინს რწმუნებათა სიგელს გადასცემს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩის ჯონ ჰანთსმანისგან რწმუნებათა სიგელი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები―, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩი ჯონ ჰანთსმანი მეუღლესთან ერთად მოსკოვში დღეს ჩავიდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რწმუნებათა სიგელს ხვალ კრემლში გამართულ ცერემონიაზე გადასცემს.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ევროპასა და დიდ ბრიტანეთს ტერორისტული აქტების ახალი ტალღით დაემუქრა

ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ინდივიდუალური სანქციები გაახანგრძლივა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კემეროვოში ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონის გუბერნატორის ამან ტულეევასა და ქალაქის მერის ილია სერედუკის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს
