რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდეს

რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდეს, მთავრობა კი უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებაროს, – ამის შესახებ გამოცემა „გაზეტა.რუ“ კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ლიკვიდაციის შემდეგ მთავრობაში შეიქმნება „სუპერ სამინისტრო“, რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკური განვითარების და ფინანსთა სამინისტროები შევლენ.
ასევე კრემლში საპარლამენტო რესპუბლიკის ვარიანტსაც განიხილავენ, როდესაც, მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის რუსულ ვარიანტში პრეზიდენტის უფლებამოსილება არ შეიზღუდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის პრესმდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ მთავრობის რეფორმირების და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
მსგავსი სიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა ”ურალის” მარკის 10-ზე მეტი ავტომობილი და სხვა ქონება მიიღო.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი, რომლითაც უკრაინაში ჩასვლას გეგმავდა დატოვა.
